Thumbnail

სამხრეთამერიკული გრანდების კრიზისი | ბრაზილიამ პანამას ვერ მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილია 1:1 პანამა
  • ლუკაშ პაკეტამ ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა 

არგენტინის ვენესუელასთან წაგების შემდეგ, სამხრეთამერიკული ფეხბურთის გულშემატკივრები ბრაზილიელებისგან პანამასთან მარტივ გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა 'სელესაომ' იმედები ვერ გაამართლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში ლუკაშ პაკეტამ გახსნა, მილანის ფეხბურთელმა მატჩის 32-ე წუთზე კაზემიროს გადაცემით ისარგებლა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. პანამამ 4 წუთში გაათანაბრა, ადოლფა მაშადომ ნაკრებში 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა მე-5 ფრე ითამაშა. 'სელესაოს' მომდევნო მატჩი ჩეხეთის ნაკრებთან ელის, რომელიც ინგლისთან საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში 0:5 განადგურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები