Thumbnail
  • გიბრალტარი 0:1 ირლანდია
  • საქართველოს მომავალმა მეტოქემ შესარჩევი მოგებით დაიწყო

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის პირველ მატჩში ირლანდიის ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და გოლი მხოლოდ მეორე ტაიმში გაუტანა - 0:1.

49-ე წუთზე ინგლისური ბარნლის ნახევარმცველმა ჯეფ ჰენდრიკმა გახსნა ანგარიში. 

ირლანდია (4-3-1-2): რენდოლფი - კოულმენი, დაფი, კიო, სტივენსი - მაკლინი, ჰენდრიკი, დოჰერტი (56. ბრეიდი) - ჰარიჰანე - მაკგოლდრიკი, მაგუაიერი (72. არტერი) 

შეგახსენებთ, რომ ირლანდიის ნაკრების საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქეა. ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც უშანსოდ დამარცხდა შინ შვეიცარიასთან 0:2, 26 მარტს სწორედ ირლანდიას სტუმრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები