Thumbnail

პირლოს შესანიშნავი ჯარიმა - კალაძემ ლივერპულისა და მილანის ლეგენდებში ითამაშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქველმოქმედო მატჩი ენფილდზე
  • ლივერპულისა და მილანის ლეგენდების მატჩი 3:2 დასრულდა
  • კახა კალაძე სასტარტო შემადგენლობაში

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ენფილდზე" Liverpool FC Legends-ისა და Milan Glorie-ის საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს სტივენ ჯერარდის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით. 

კახა კალაძე V ლივერპული

აღსანიშნავია, რომ კალაძემ დაცვის მარცხენა ფლანგზე მილანელთა შემადგენლობაში თავიდანვე ითამაშა. მატჩში ძალიან ბევრმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთაც მონაწილეობა 2005 და 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მიიღეს. 

მილანი "ენფილდზე"

ანგარიში 27-ე წუთზე რობი ფაულერმა გახსნა, ხოლო სისემ 51-ე წუთზე ორამდე გაზარდა ლივერპულის უპირატესობა. 61-ე წუთზე ანდრეა პირლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შესანიშნავი საჯარიმოების გატანა არ დავიწყებია, 78-ე წუთზე პანკარომ კი გაათანაბრა, მაგრამ ორ წუთში (მატჩი 80-წუთიანი იყო) სტივენ ჯერარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2. 

სასტარტო შემადგენლობები

Liverpool FC Legends: დუდეკი - ჯონსონი, კარაგერი, ჰიიპია, აგერი - კენედი, ჯერარდი, კვარმე - ლუის გარსია, ფაულერი, კუიტი

Milan Glorie: დიდა - კაფუ, კოსტაკურტა, კალაძე, სერჟინიო - გატუზო, პირლო, ამბროზინი - რუი კოშტა, ინძაგი, კაკა 

📺 მთლიანი მატჩი:

კომენტარები

ბოლო ამბები