Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა - ქუთაისმა ოლიმპი გაანადგურა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისი 92:60 ოლიმპი
  • რუსთავი 104: 82 მგზავრები

სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მორიგი შეხვედრა ადვილად მოიგო. ქუთაისმა ოლიმპს უმასპინძლა და 32-ქულიანი სხვაობით, 92:60 დაამარცხა მეტოქე. წინა ტურში, ოლიმპმა დინამოს სენსაციურად სძლია, თუმცა ამჯერად, ბრძოლა არ შედგა.

ქუთაისელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და პირველი ნახევარი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და დასკვნითი მეოთხედი ფორმალობად იქცა.

ქუთაისის რიგებში შესანიშნავად ითამაშა აკაკი დვალიშვილმა, რომლის აქტივში ორმაგი დუბლი: 13 ქულა და 10 მოხსნაა. 12 ქულა მოაგროვა დეჟუან რაითმა, ხოლო 10-10 ქულა რიჩარდ მათიაშვილის და გიორგი ცირეკიძის ანგარიშზეა.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში რუსთავმა მგზავრები 22-ქულიანი უპირატესობით, 104:82 დაამარცხა. რუსთავის რიგებში ყველაზე შედეგიანი რევაზ ჩაჩანიძე იყო, რომლის აქტივში 26 ქულაა.

სატურნირო ცხრილს 27 ქულით ქუთაისი ლიდერობს, 2 ქულით ნაკლები აქვს რუსთავს და მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ დინამო, ბათუმი და ოლიმპი მოდიან 24-24 ქულით 

კომენტარები

ბოლო ამბები