Thumbnail

სინგაპური - პირველი ქვეყანა სადაც eSports ტრადიციულ სპორტზე პოპულარულია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • სინგაპურში ელექტრონული სპორტის პოპულარობა სწრაფი ტემპებით იზრდება
  • eSports-ის პოპულარიზაციაში სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული
  • YouTube და Twitch სინგაპურელი ახალგაზრდების საყვარელი პლატფორმებია

სინგაპურში ელექტრონული სპორტი ძალიან უყვართ და გეიმინგში კვირაში საშუალოდ 7.44 საათს ხარჯავენ, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Limelight Network-მა ონლაინ გეიმინგის შესახებ კვლევა ჩაატარა და მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ სინგაპურელ გეიმერებს განსაკუთრებით უყვართ გეიმინგ კონტენტი, რომელსაც ძირითადად YouTube-ზე და Twitch-ზე უყურებენ. კვლევის მიხედვით, ვიდეო თამაშების მოყვარულთა ორი მესამედი ყოველკვირეულად ადევნებდა თვალს ტურნირებს, ხოლო მათი 10% კი ამაში შვიდ საათზე მეტს ხარჯავდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინგაპურში - როგორც ტელევიზორში, ასევე ონლაინ, ადამიანები უფრო მეტ გეიმინგ კონტენტს უყურებენ, ვიდრე სპორტის ტრადიციულ სახეობებს.

'ონლაინ გეიმინგი ბოლო წლებში პოპულარობას იხვეჭს. ეს ვრცელდება, როგორც უშუალოდ გეიმინგზე, ასევე პროფესიონალური ტურნირების ყურებადობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გეიმერებს წვდომა მაღალი ხარისხის კონტენტზე აქვთ და მისი შექმნის სურვილი თავადაც უჩნდებათ', - განაცხადა ჯაჰირ აბასმა, რომელიც Limelight Network-ის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და ინდოეთის რეგიონალური დირექტორია.

კვლევის მიხედვით, უფრო და უფრო მეტი სინგაპურელი ახალგაზრდა თვლის, რომ გეიმინგი ლეგიტიმური პროფესიული არჩევანია. გამოკითხულთა 38%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო თამაშებით ფულის შოვნის საშუალება მიეცემოდათ, სამსახურს თავს დაანებებდნენ.

სინგაპურში eSports-ის პროფესიონალური კომპლექსი შენდება

არ არის გასაკვირი, რომ სწორედ სინგაპურში შენდება ელექტრონული სპორტის პროფესიონალური კომპლექსი. სახელმწიფო ნიჭიერი ახალგაზრდების მოძებნას და მათ საერთაშორისო ტურნირებში ჩართვას გეგმავს. უახლოესი სამიზნე კი 2022 წლის აზიური თამაშებია, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჰანგჟოში გაიმართება.

კვლევის სრული ვერსიის წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები