Thumbnail
  • საქართველო ევრო 2020-ის შესარჩევს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს
  • ვლადიმირ ვაისის გუნდის სასტარტო 11-ეული ცნობილია

დღეს, 23 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის 'დინამო არენაზე' 18:00 სთ-ზე დაიწყება.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | გადაასწრებს ვაისი ჩივაძეს და ქეცბაიას? ყველაფერი შვეიცარიასთან მატჩზე

ცნობილი გახდა იმ 11 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც თამაშს ვლადიმირ ვაისის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ:

საქართველო (4-1-4-1): გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე - ნიკა კვეკვესკირი -ჯაბა კანკავა (კაპ), ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი - გიორგი ქვილითაია.

სათარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, კვერკველია, ნავალოვსკი, ხარაბაძე, ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ლობჟანიძე, კაჭარავა, არველაძე. 

ცნობილია შვეიცარიის ნაკრების სასტარტო 11-ეულიც. ვლადიმირ პეტკოვიჩმა ასეთი არჩევანი გააკეთა:

შვეიცარია (4-4-2): ზომერი - ლიხტშტაინერი (კაპ), შერი, აკანჯი, როდრიგესი -  ემბოლო, ზაკარია, ჯაკა, ფროილერი - ცუბერი - გავრანოვიჩი.

Aufstellung | Composition | Formazione 🇨🇭⚽️💪 #GEOSUI #Euro2020

Posted by Schweizerischer Fussballverband - Association Suisse de Football on შაბათი, 23 მარტი, 2019

ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში, სადაც საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ეროვნული გუნდებიც გამოდიან, დღესვე მოგვიანებით კიდევ ერთი მატჩი ჩატარდება. თბილისის დროით 21:00 სთ-ზე გიბრალტარი ირლანდიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები