Thumbnail

იმედის ფსონი | 23 მარტის ბილეთები - რას ველოდოთ საქართველო-შვეიცარიის მატჩში?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 23 მარტის  გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

ამჯერად, ლევან სალუქვაძემ 5-თამაშიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტია 11.0 (ევროპაბეთის მიხედვით). გადაცემის წამყვანის ბილეთში ორი ხელბურთის, სამი კი ფეხბურთის მატჩის პროგნოზია დაფიქსირებული.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

დღეს სამი თამაშია ხელბურთში და აქედან ორი  ბილეთში ავსახე - მეშკოვი-ფლენსბურგის 2-იანი და ზაგრები-ვარდარი. ზაგრები არ არის უფრო ძლიერი, ვიდრე ვარდარი, მაგრამ ხელბურთის მატჩში კაცმა არ იცის, შინ ვინ ვის მოუგებს. და თან, რომც წააგოს ერთი ბურთით, არაფერი დაშავდება - ჩვენ მოვიგებთ.

საღამოს იტალია-ფინეთის საფეხბურთო მატჩი გვაქვს. თავიდან მასპინძლების ჰანდიკაპით მოგებას ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ იტალია ორ ბურთს გაიტანს.

შვედეთი-რუმინეთში ორივეს გატანას ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ ესეც შევცვალეთ - დავწერეთ, რომ ამ შეხვედრაში სულ ცოტა 2 გოლი გავა. ხომ შეიძლება, ერთმა მეორეს ანგარიშით 2:0 მოუგოს და ესეც ჩვენთვის მისაღებიმიყოს?!

ლუგო-ალბასეტე "გაჭირვების" გამო ავარჩიე სეგუნდა დივიზიონიდან. ვერაფრით ვერ გავეცი კითხვას პასუხი, რატომ უნდა მოუგოს ლუგომ ალბასეტეს, რომელსაც მთელ ჩემპიონატში სულ ხუთი წაგება აქვს. ამიტომ X2 ავარჩიეთ.   

გადაცემის სტუმარი ამჯერად გიორგი ჭინჭარაული გახლდათ, რომლის ბილეთი 4 პოზიციისგან შედგება და ჯამური კოეფიციენტი (ევროპაბეთის მიხედვით) 10.8-ია.

აღსანიშნავია, რომ გიორგის ბილეთში 2 პოზიცია საქართველოს და შვეიცარიის დაპირისპირებიდანაა. სტუმრის აზრით, "დინამო არენაზე" დღეს 8,5-ზე მეტ კუთხურს მოაწვდიან და 21,5-ზე მეტჯერ დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება გადაცემის მაყურებლების მიერ შედგენილ ბილეთს - აქ ექვსი თამაშია (ჯამური კოეფიციენტი: 14.7).

კომენტარები

ბოლო ამბები