Thumbnail

არმიამ ლელო დაამარცხა, ლეონსიოს გუნდის მე-5 მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არმია 29:15 ლელო სარასენსი
  • არმიამ 2019 წელს 6 მატჩიდან 4 შეხვედრა მოიგო

დიდი 10-ის მე-16 ტური არმიასა და ლელო სარასენსის მატჩით დაიწყო. პირველი წრის მატჩი ლელოს 28 ქულით, 33:5 ჰქონდა მოგებული და მეორე წრის შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა პირველი ტაიმის მოგებამ სტუმრებს ვერ უშველა. მეორე ტაიმში არმიას მორაგბემ ბახვა კობახიძემ ბრწყინვალედ ითამაშა, შეხვედრაში 19 ქულა დააგროვა და არმიას ამ სეზონში მე-5 მატჩი მოაგებინა.

ლევან ცაბაძის გუნდმა 2019 წელს 6 მატჩიდან 4 შეხვედრის მოგება შეძლო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. არმიას 24 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ლელო სარასენსი 36 ქულით მეოთხეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. მე-16 ტურის შემდეგ, დიდი 10-ის დასრულებამდე ორი ტური დარჩება, რის შემდეგაც გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.

მთავარი ფოტო - დიდი 10 📺

კომენტარები

ბოლო ამბები