Thumbnail
  • თურქული კლუბი, სადაც ადრე შოთა და აჩი ბრწყინავდნენ, ახლა ვატოთი დაინტერესდა
  • კორონას ფეხბურთელის სანახავად თბილისში ტრაბზონსფორის სკაუტები ჩამოვიდნენ
  • 21 წლის თავდამსხმელის დებიუტი ეროვნულ გუნდში შესაძლოა შვეიცარიასთან შედგეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებული ვატო არველაძით ტრაბზონსფორი ინტერესდება. თურქული მედიის ინფორმაციით, პოლონური კორონას 21 წლის ცენტრფორვარდის საქმეში სანახავად, ტრაბზონის კლუბის სკაუტები 23 მარტს, თბილისში, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრას დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ტრაბზონსფორში თავის დროზე ტყუპები, შოთა და აჩი არველაძეები ბრწყინავდნენ და მათი სახელები ამ თურქული კლუბის ისტორიაშია ჩაწერილი. ვატო მათი უფროსი ძმის, რევაზ არველაძის ვაჟია.

შოთა და აჩი ტრაბზონის ქომაგთა ნამდვილი კუმერები იყვნენ

ვლადიმირ ვაისმა ვატო არველაძე ეროვნულ ნაკრებში კორონაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ გამოიძახა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა პოლონურ ექსტრაკლასაში ბოლოს ჩატარებულ 4 მატჩში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.

ვატოს თანაგუნდელები ვისლასთან შესრულებულ დუბლს ულოცავენ

ვატო 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, გარკვეული პერიოდი კი შოთა არველაძეს ის ქასიმფაშაშიც ჰყავდა წაყვანილი. პოლონეთში ვატო თბილისის ლოკომოტივიდან 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ქალაქ კიელცეს გუნდი ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრას ცდილობს.

ვატო არველაძის კარიერულ საქმეებს საფეხბურთო სამყაროში კარგად ცნობილი აგენტი მინო რაოლა განაგებს, რომელიც არაერთი ვარსკვლავის, მათ შორის პოლ პოგბას, მარიო ბალოტელისა და რომელუ ლუკაკუს აგენტია.  

შოთა და აჩი არველაძეები ტრაბზონსფორის ღირსებას 1993-97 წლებში იცავდნენ და თურქეთის თასისა და სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ. შოთა 1995/96 წლების სეზონში გატანილი 25 გოლით თურქული სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები