Thumbnail

ბურთის მშვენიერი ტარება, ძლიერი მარცხენა ფეხი, კარგი პასი, ზუსტი დარტყმა - ეს ბავშვი, შესაძლოა, წლების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი გახდეს!

ყოველ შემთხვევაში, თუ ასე გააგრძელებს, ნამდვილად შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან 7 წლის საიფი ფრანკ რიბერის შვილია. 35 წლის ფრანგმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გვიჩვენებს, როგორ ავარჯიშებს თავის შვილს. ვიდეო რიბერის დიდ ბაღში, მიუნხენთან ახლოს, გრიუნვალდშია გადაღებული, სადაც რეკორდმაისტერის ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ფრანკ რიბერი შვილებთან, საიფთან და მოჰამედთან ერთად

“არ მყოფნის რაღაცები, რომ ჩემი შვილი ვავარჯიშო. შეიძლება, ბაიერნის ვარჯიშზე მოვიყვანო?” - მიაწერა რიბერიმ ვიდეოს.

ფრანკ რიბერის 3 ქალიშვილი და 1 ვაჟი ჰყავს. ბიჭებიდან საიფი უფრო ნიჭიერი ჩანს - ის გრიუნვალდის ბავშვთა გუნდშიც თამაშობს. მის შესახებ რიბერიმ ჯერ კიდევ ორი წლის წინ თქვა: “საიფი გერმანიაში დაიბადა და შეუძლია, გერმანიის ნაკრებშიც ითამაშოს.”

ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნში 2007 წელს, მარსელიდან გადავიდა და ბავარიელებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის (2006) ტრანსფერი მაშინ 25 მილიონი ევრო დაუჯდათ. რიბერიმ მიუნხენურ გრანდში დიდი ეპოქა შექმნა: 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფრანგ გარემარბს, რომელიც უკვე 35 წლისაა, ბაიერნთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. რიბერის ჩინეთში, ყატარში, საამიროებსა ავსტრალიაში ეპატიჟებიან. თვითონ იმედი აქვს, რომ ბაიერნში ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ...

კომენტარები

ბოლო ამბები