Thumbnail

ერთი ლელოს ისტორია | მსოფლიო რაგბიმ მამუკა გორგოძე გაიხსენა

  • მამუკა გორგოძის ლელო რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ
  • მსოფლიო რაგბის გვერდი ქართული რაგბის დიდ ყურადღებას აქცევს

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა მამუკა გორგოძის მიერ 2011 წლის მსოფლიოს თასზე, რუმინეთთან დადებული ლელო გაიხსენა. გორგოძის ლელო ერთადერთი იყო იმ მატჩში - საქართველომ მეტოქეს 25:9 მოუგო.

ეს იყო ეროვნული ნაკრების მეორე გამარჯვება მსოფლიოს თასზე - საქართველომ პირველ გამარჯვებას 2007 წელს, ნამბიასთან მიაღწია, როდესაც მეტოქეს 30:0 სძლია. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ქართული რაგბის ისტორიაში. ''ბორჯღალოსნებმა'' იმ დროისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთს მსოფლიოს თასზე მოუგეს და დაამტკიცეს, რომ 6 ერის ნაკრებების შემდეგ, პირველ სარაგბო ნაკრები ევროპაში საქართველო იყო.

საქართველო 25:9 რუმინეთი

ლელო: მამუკა გორგოძე. გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი. ჯარიმები: მერაბ კვირიკაშვილი (5), მალხაზ ურჯუკაშვილი.

Two big drives from Gorgodze gets him over the line for Georgia vs Romania in 2011. #ForwardsFriday

Posted by Rugby World Cup on ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები