Thumbnail

ტრანსფერები | ბარსელონა კოუტინიოს გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანური პრესა: ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში უკმაყოფილოა
  • კატალონიელები მის სანაცვლოდ მხოლოდ 80 მილიონ ევროს მოითხოვენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს გაყიდვაზე ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის სახით 400 მილიონი ევროა ჩაწერილი, როგორც ირკვევა, კატალონიელები მზად არიან, შემტევი ნახევარმცველი 80 მილიონ ევროდ დათმონ.

26 წლის კოუტინიო ბარსაში 2018 წლის იანვარში, ლივერპულიდან გადავიდა. კატალონიურ გრანდს ეს ტრანსფერი დაახლოებით 135 მილიონი ევრო დაუჯდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელმა ‘ნოუ კამპზე’ იმედები ისე ვერ გაამართლა, როგორც მისგან ელოდნენ.

მას მერე, რაც ერნესტო ვალვერდე კოუტინიოს მუდმივად აღარ ათამაშებს, ფეხბურთელი უკმაყოფილოა. ‘მარკას’ ინფორმაციით, ბრაზილიელს კლუბის გამოცვლა სურს და მის გაყიდვაზე ბარსას შეფებიც სერიოზულად ფიქრობენ. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება თითქმის გამორიცხულია, რადგან მისი ოჯახი კუნძულზე თავს კარგად არ გრძნობდა. დიდი შანსია, რომ ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენში აღმოჩნდეს.

ფილიპე კოუტინიოს ბარსელონასთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონის 41 ოფიციალურ მატჩში მან ბარსას მაისურით 9 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები