Thumbnail

პარაფარიკაობა | ირმა ხეცურიანის კიდევ ერთი ოქრო - ქართველი დაუმარცხებელია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ფინალში ჩინელი მეტოქე 15:2 დაამარცხა
  • ნინა თიბილაშვილს მედლამდე ცოტა დააკლდა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია! იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიოს თასზე ხმლით ფარიკაობაში ირმამ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი პარამოფარიკავე ფინალში ჩინელ მეტოქეს, აო ლანჯუს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 15:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ირმა ხეცურიანის მე-15 ოქროს მედალი მსოფლიო თასზე.

მედლის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა ნინა თიბილაშვილს. მან ჯგუფური ეტაპის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, პლეი ოფშიც კარგად დაიწყო, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა დათმო და სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა. 23 მარტს, ტურნირი რაპირით ფარიკაობაში გაიმართება.

Posted by Nina Tibilashvili on პარასკევი, 22 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები