Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 6:2 მიშა ზვერევი
  • ნიკას მომდევნო მეტოქე მონფილსი ან ჰაასე იქნება
'ჩვენი მიზანი გრანდ სლემის ტიტულის მოგებაა' - ATP-მ ბასილაშვილს სიუჟეტი მიუძღვნა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ATP-ის მასტერსის სერიის მაიამის ღია პირველობაზე.

მე-2 წრეში მე-17 ნომრად განთესილმა ქართველმა ძალიან იოლად ჩამოიშორა გზიდან მიშა ზვერევი (75) - 6:3, 6:2. აღსანიშნავია, რომ ნიკა მესამედ შეხვდა გერმანელ ჩოგბურთელს და მხოლოდ პირველად მოუგო. 

თამაში სულ საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკამ 2:1-ზე მოიგო მეტოქის მოწოდება, მაგრამ იქვე დაუბრუნა თავისი. საბედნიეროდ, ნიკამ კვლავ აართვა მეტოქეს მოწოდება და შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია - 6:3. 

კიდევ უფრო იოლად წარიმართა მისთვის მეორე სეტი, რომელშიც ნიკამ ორჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, თავად კი არაფერი დაანება - 6:2. ბასილაშვილის ანგარიშზე 5 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. ნიკა მე-3 წრეში მომავალ მეტოქეს გაელ მონფილსისა (18) და რობინ ჰაასეს (65) დუელიდან დაელოდება. ეს შეხვედრა მაიამის კორტზე მოგვიანებით დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები