Thumbnail

ავსტრალიის ღია პირველობას ოქსანა კალაშნიკოვაც დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მელბურნის კორტებს საქართველოს მეორე წარმომადგენელიც დაემშვიდობა.
  • ოქსანა კალაშნიკოვასა და ვარვარა ლეპჩენკოს დუეტი II წრეში დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის II წრეში ოქსანა კალაშნიკოვასა (70-ე ჩოგანი წყვილთა რეიტინგში) ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკოს დუეტი ორ სეტში დამარცხდა ტურნირის პირველო ნომერ წყვილთან, ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლატიშა ჩანთან - 0:6, 5:7. მატჩი სულ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. 

ვინაიდან ოქსანა ერთეულთა თანრიგში საერთოდ არ თამაშობს, მისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასრულებულია.

კალაშნიკოვამ ვერ შეძლო 2016 წლის შედეგის გამეორება, როდესაც მან ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ითამაშა.

"გარე კორტების ყველა მატჩი საღამოს 7 საათისთვის უკვე დასრულდა და მაინც ვერ გავიგე, რა იყო ჩოგბურთელების ტანჯვის აზრი ასეთ სიცხეში, როცა შეხვედრების რამდენიმე საათით გადაწევა შეიძლებოდა, - დაწერა ტვიტერზე ქართველმა ჩოგბურთელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები