Thumbnail
  • შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ პეტკოვიჩის პრესკონფერენცია
  • სტუმართა თავკაცმა ქართულ ფეხბურთზე მანამდე გამოთქმული სიტყვები განმარტა
  • შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მიზანი დინამო არენაზე სამი ქულის მოპოვებაა 

23 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს და "დინამო არენაზე" შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. სტუმართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

მეტი ამ თემაზე:

ვლადიმირ პეტკოვიჩი და შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერი პრესკონფერენციაზე

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. შესარჩევი ეტაპის სტარტისთვის კარგად მოვემზადეთ და ეს უნდა დავამტკიცოთ. ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაში ხვდება პირველ შეხვედრას.

აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთის სტილი რუსულს ჰგავს, თუმცა ბრაზილიური ელემენტებით. წესით, უნდა გახსოვდეთ ძველი დინამო და შემდეგ, საქართველოს ნაკრები; ჩივაძე, ყიფიანი, ქინქლაძე, არველაძე და მათი თამაშის ელეგანტური სტილი. რატომ გააკეთეთ ასეთი შედარება?

პეტკოვიჩი: ვთქვი, რომ ქართული ფეხბურთი ერთგვარი ნაზავია ძალისმიერი და ტექნიკური ფეხბურთის. რაც შეეხება თბილისის დინამოს, კარგად მახსოვს ამ გუნდის წარმატებები და ძალიან ტექნიკური თამაში.

5 წელია, შვეიცარიის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის მატჩი არ წაუგია. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

პეტკოვიჩი: წარმატების რეცეპტი მარტივია: ბევრი შრომა და ცოდნა, თუ რა უნდა ვაკეთოთ მოედანზე. ყოველთვის ვართ თავდაჯერებულები, მაგრამ არა ქედმაღლები. თბილისშიც გავალთ მინდორზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, მიზანი კი სამი ქულის მოპოვებაა.

📸 შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში დინამო არენაზე

საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებს თუ გამოარჩევთ?

პეტკოვიჩი: დღეს მეტოქე გუნდის თამაშს გავაანალიზებთ და ბევრ ნიუანსზე გავამახვილებთ ყურადღებას. საქართველოს ნაკრები შემტევი გუნდია, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა. დღეს საღამოს უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.

შაჩირი და სეფეროვიჩი გაკლიათ. გამომდინარე აქედან, უფრო ფრთხილი ხომ არ იქნება თქვენი თამაში?

პეტკოვიჩი: ხშირად ხდება, როდესაც გუნდს წამყვანი ფეხბურთელები აკლია. ასეთ დროს სხვებს უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება და მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

გლადბახის 30 წლის მეკარე იმედოვნებს, რომ მისი გუნდი საკუთარ თამაშს აჩვენებს

იან ზომერი (შვეიცარიის ნაკრები)

"დღეს მეტოქე გუნდის თამაში უნდა გავაანალიზოთ და მწვრთნელი დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. ჩვენ ვიცით, საქართველოს ნაკრები როგორ თამაშობდა გერმანიასა და სხვა გრანდებთან. ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში ასპარეზობს და შესაბამისად, სხვადასხვა სტილი აქვთ ათვისებული. უნდა გავაანალიზოთ ეს დეტალები და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი დავუპირისპიროთ".

სტეფან ლიხტშტაინერი (შვეიცარიის ნაკრები)

"როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრები შემტევი გუნდია, რომელიც ფიზიკური გამძლეობით გამოირჩევა. მით უმეტეს, მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს, სავსე ტრიბუნების ფონზე და რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტორია".

კომენტარები

ბოლო ამბები