Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის ყოფილი მცველის კომენტარი
  • ირლანდია გიბრალტარს 23-ში სტუმრობს, საქართველოს 26-ში მასპინძლობს

მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა რიჩარ დანმა ირლანდიის ნაკრების უახლოეს შანსებზე ისაუბრა. 39 დანს ევერტონში, ასტონ ვილასა და ქვინზ პარკშიც უთამაშია, მაგრამ მცველმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ სიტიში გაატარა. ნაკრებში მან 80 მატჩში 8 გოლი გაიტანა. დანი ამჟამად  BT Sport-ის წამყვანია. 

"რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიბრძვით 6 ქულისთვის. ყოველი გუნდი ამ ჯგუფში მოგებას დაგეგმავს, როცა გიბრალტარს ეთამაშება და როცა საქართველოს მასპინძლობს. ჩემი აზრით, დიდი იმედგაცრუება იქნება, თუ ჩვენ ამ ორი თამაშის შემდეგ 6 ქულა არ გვექნება. ირლანდიის ნაკრებს შესანიშნავი შანსი აქვს ბევრი გოლი გაიტანოს გიბრალტარის კარში და შემდეგ ეს გააგრძელოს ქართველებთან თამაშშიც. კარგ სტარტს ასე მოკლე საკვალიფიკაციო პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - უთხრა დანმა The42-ს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 23 მარტს შვეიცარიას მასპინძლობს, ხოლო 26-ში ირლანდიას სტუმრობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები