Thumbnail
  • ნაკრებები, რომლებისგანაც ევრო 2020-ის შესარჩევში სენსაციას უნდა ველოდეთ
  • ანალიტიკური პორტალის ხუთეულში ვლადიმირ ვაისის გუნდიც აღმოჩნდა

ანალიტიკურმა პორტალმა WhoScored-მა ჩამოთვალა ის ხუთი ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლში, საგზურებისთვის ბრძოლაში უპირობო უტსაიდერებად მიიჩნევიან (სხვა პრეტენდენტების ფონზე), მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ამ გუნდებმა ექსპერტთა პროგნოზები თავდაყირა დააყენონ და თავ-თავიანთ ჯგუფებში სენსაციის ავტორები გახდნენ.

ხუთიდან ერთი საქართველოს ეროვნული ნაკრებია, რომელიც D ჯგუფში შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასა და გიბრალტართან ერთად მოხვდა. 

ვლადიმირ ვაისის გუნდისგან შესარჩევში სენსაციას ელოდებიან

WhoScored-ის "ფარული ფავორიტების" ხუთეულში, საქართველოსთან ერთად, კოსოვო (A ჯგუფი), უკრაინა (B ჯგუფი), მაკედონია (G ჯგუფი) და ბოსნია-ჰერცოგოვინაც (J ჯგუფი) შეიყვანა. აი, რას წერს პორტალი საქართველოს ნაკრებზე:

"ეჭვგარეშეა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული ჯგუფია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოს, უეფას ერთა ლიგაში ჩატარებული შთამბეჭდავი კამპანიის შემდეგ, შეუძლია გააწბილოს ისეთი მეტოქეები, როგორებიც შვეიცარია, დანია და ირლანდია არიან. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში ხუთი მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დაცვაში ორგანიზებულად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები არცთუ ძლიერი ჰყავდა, ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩატარებული 10 მატჩიდან 8 მოიგო და აქედან 7-ში კარი მშრალად შეინახა. საქართველოს ნაკრებში არის ბელგიურ გენტში მოთამაშე 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბის სამიზნეშია. ამ ნახევარმცველმა ერთა ლიგაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მითვალა".

ჯანო ანანიძე და ნიკა კვეკვესკირი წლის პირველი მატჩისთვის ემზადებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს 23 მარტს, შვეიცარიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს, 26-ში კი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება. ამ შეხვედრებში ვაისის გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალური ეტაპის საგზურს, რომელსაც ევროპის 12 ქალაქი უმასპინძლებს, ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები