Thumbnail
  • 29-31 მარტს თბილისი ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს
  • ტურნირში 53 ქვეეყნის 410 სპორტსმენი იასპარეზებს
  • გრან პრიზე საქართველოდან 28 ვაჟი და 9 გოგონა გამოვა 

29-31 მარტს თბილისის ძიუდოს გრან პრი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 53 ქვეყნის 410 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 37 ძიუდოისტით წარსდგება - 28 ვაჟი და 9 გოგონა. მამაკაცებს თითო წონაში 4 წარმომადგენელი ჰყავთ.

შარშანდელ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგო, აჯობა საფრანგეთს და დაიკავა პირველი ადგილი.

ტურნირიდან პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERAL-ის ეთერში იხილავთ.

თბილისის გრან პრი SILK UNIVERSAL-ზე! დიდი ძიუდო ჩვენს ეთერში

თბილისის გრან პრი SILK UNIVERSAL-ზე! დიდი ძიუდო ჩვენს ეთერში

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

60 კგ: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი.

66: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი, გიორგი ტუტაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

73: ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლაშა გიუნაშვილი.

81: ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი.

90: გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

100: ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.

+100: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გურამ თუშიშვილი.

გოგონები

48: ნატალია ყიფშიძე, მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილი.

52: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

57: ეთერ ლიპარტელიანი.

63: მზია ბებოშვილი.

70: მარიამ ჭანტურია.

+78: სოფიო სომხიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები