Thumbnail
  • ჩინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კანავაროს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა
  • მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელის გუნდი ტაილანდის ნაკრებთან დამარცხდა

ლეგენდარულ იტალიელ მცველს, ფაბიო კანავაროს ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი აშკარად სხვანაირად წარმოედგინა - მისი გუნდი China Cup-ის ნახევარფინალში, ყველასათვის მოულოდნელად, ტაილანდის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

გამარჯვების გოლი 33-ე წუთზე ჩანატიპ სონგკრასინმა გაიტანა, რომელსაც ‘ტაილანდელ მესის’ უწოდებენ.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანავაროს გუნდი ურუგვაისა და უზბეკეთს შორის დამარცხებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ 45 წლის კანავარო ჩინეთის ნაკრებთან ერთად, გუანჯოუ ევერგრანდსაც წვრთნის. ფაბიომ ჩინეთის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე ცოტა ხნის წინ მარჩელო ლიპი შეცვალა. 2006 წელს სწორედ კანავარო იყო იტალიის ნაკრების კაპიტანი, რომელსაც ლიპი წვრთნიდა. მათ გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონობა ერთად იზეიმეს.

📺 ვიდეო: ჩინეთი 0:1 ტაილანდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები