Thumbnail
  • ბორჯღალოსნების სეზონის სტარტი - სტატისტიკა და ფაქტები
  • ვინაა საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ლელოს ავტორი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მეთერთმეტედ მოიგო. ''ბორჯღალოსნებმა'' ყველა მეტოქის დამარცხება შეძლეს, 24 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ ესპანეთის ნაკრებს 6 ქულით გაუსწრეს. ჰეიგის გუნდმა ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაინაღდა და ბოლო ტურში პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს, სტუმრად კრასნოდარში 22:6 სძლია.

გთავაზობთ ეროვნული ნაკრების საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან.

🏉 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 162 ქულა მოიპოვა.

🏉 ბორჯღალოსნებთან მეტოქეებმა ჯამში სულ 25 ქულის მოპოვება შეძლეს.

🏉 საქართველოს ნაკრებმა მეტოქეებს 25 ლელო დაუდო, თავად კი მხოლოდ 2 მიიღო.

🏉 რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი ლელოებში მირიან მოდებაძე გახდა (5 ლელო).

მირიან მოდებაძე - 5 ლელო რაგბი ევროპაზე

🏉 ტურნირში ლელოს დადება 15-მა ბორჯღალოსანმა შეძლო: ბექა გორგაძემ, დავით გიგაურმა, ლევან ჩილაჩავამ, ვასილ ლობჟანიძემ (2), გრიგორ ქერდიყოშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა, ზურაბ ძნელაძემ, გიორგი ნემსაძემ, გიორგი ცუცქირიძემ (3), მირიან მოდებაძემ (5), გელა აფრასიძემ, გიორგი თხილაიშვილმა, ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, მერაბ შარიქაძემ. დაფიქსირდა ორი საჯარიმო ლელო.

🏉 ჩვენმა ნაკრებმა 25 ლელოდან 12 გარდასახა - თედო აბჟანდაძემ (2), მათიაშვილმა (2), აფრასიძემ (7) და ლაშა მალაღურაძემ.

🏉 ბორჯღალოსნებმა ტურნირზე სულ 3 ჯარიმა გაიტანეს - აბჟანდაძემ (2) და მათიაშვილმა.

🏉 საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ისტორიაში მე-13 გამარჯვება იზეიმა.

🏉 საქართველოსა და რუმინეთს შორის მეთვრამეტედ გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელსაც საქართველო მეთორმეტედ დაეუფლა.

🏉 საქართველომ რაგბი ევროპაზე ესპანეთთან საიუბილეო, მე-20 მატჩი ჩაატარა, ბორჯღალოსნებმა "ესპანელ ლომებთან" მე-16 გამარჯვება იზეიმეს.

🏉 საქართველოს ნაკრები ბელგიას რაგბი ევროპაზე მეხუთედ შეხვდა და მეხუთედ მოუგო

🏉 საქართველო და გერმანია ერთმანეთს მერვედ შეხვდნენ. რვავე მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს.

🏉 მირიან მოდებაძემ ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა - გერმანიასთან ქუთაისში.

🏉 "ბორჯღალოსნებმა" 8 ლელოს დადება ტურნირის ორ მატჩში შეძლეს - ბელგიასა და გერმანიასთან.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე
25 ლელო დადო

🏉 გიორგი ნემსაძემ რუსეთთან საქართველოს ნაკრების მაისურით 90-ე შეხვედრა ჩაატარა.

🏉 გიორგი თხილაიშვილმა რუსეთთან საქართველოს ნაკრების მაისურით 50-ე შეხვედრა ჩაატარა.

🏉 ზურაბ ჟვანიამ რუსეთთან საქართველოს ნაკრების მაისურით მე-40 შეხვედრა ჩაატარა.

🏉 ოთარ გიორგაძემ რუსეთთან საქართველოს ნაკრების მაისურით მე-20 შეხვედრა ჩაატარა

🏉 საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან ისტორიაში 21-ე გამარჯვება იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები