- ბუდუჩნოსტი 84:91 ეფესი
- გოგა ბითაძე - 16 ქულა
ევროლიგის 28-ე ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა თურქულ ეფესს უმასპინძლა და 84:91 დათმო. ბუდუჩნოსტი 6-22 ბალანსით ბოლოსწინა ადგილზეა და 29 მარტს ბარსელონას ესტუმრება.
მართალია, გოგას გუნდმა ევროლიგაში ზედიზედ 8 მატჩი დათმო, მაგრამ ქართველმა, რომელიც დღეს ადრიატიკის ლიგის MVP გახდა, ბრწყინვალედ ითამაშა.
გოგას ეფექტური დაფარება
გოგა სასტარტო ხუთეულში არ იყო, მან მოედანზე მხოლოდ 23:50 დაჰყო, მაგრამ 16 ქულის ჩაგდება მოასწრო (მათ შორის 2 სამქულიანია). ბითაძის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 3 ბლოკი და 2 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტით (22) გოგა ბუდუჩნოსტში საუკეთესო იყო, მატჩში კი მხოლოდ ვასილიე მიჩიჩს (23) ჩამორჩა.
ბუდუჩნოსტი 84:91 ეფესი
კომენტარები