Thumbnail

ახალი კონტრაქტით, ბარსელონა სერხი რობერტოს 500 მილიონ ევროდ აფასებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონამ ჟერარდ პიკეს შემდეგ კონტრაქტი სერხი რობერტოს გაუხანგრძლივა.
  • ბარსელონას ნახევარმცველი კლუბის ერთგული რჩება.

ბარსელონას 25 წლის ფეხბურთელმა სერხი რობერტომ, რომლის კონტრაქტი 2019 წელს იწურებოდა, ხელშეკრულება გააგრძელა.

ახალი კონტრაქტით, სერხი ბარსელონას 2022 წლის 30 ივლისამდე ეკუთვნის, პირგასამტეხლოდ კი მასში 500 მილიონი ევროა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კატალონიურ კლუბთან ამ დრომდე გაახანგრძლივა კონტრაქტი ჟერარდ პიკემაც და მისი შეძენის მსურველ კლუბსაც 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მოგვიანებით ბარსელონის ხელმძღვანელობა ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ყველა საბუთზე გაკეთდება ხელმოწერა.

სერხი რობერტო ბარსელონას აღზრდილია და კლუბის სისტემაშია 2006 წლიდან.

ფეხბურთელმა მთავარ გუნდში 177 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და შეასრულა 23 საგოლე პასი. 

ესპანეთის ნაკრებში სერხის ანგარიშზე 3 მატჩი და ერთი გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები