Thumbnail

გურამ კაშია: კარგი სტარტი მნიშვნელოვანია - ნაკრებმა დინამო არენაზე ივარჯიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს იწყებს, მეტოქე შვეიცარიაა. ვლადიმირ ვაისის გუნდი უკვე მე-4 დღეა, რაც წინასამატჩო შეკრებას გადის, თუმცა დღეს პირველად ეროვნულმა გუნდმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა. 

ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა შვეიცარიასთან სათამაშოდ გამოძახებულმა 25-ვე ფეხბურთელმა მიიღო. ვაისს საკადრო პრობლემა არ აწუხებს, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

ამ ჯგუფში ბევრი ქულა დაიკარგება

ნაკრების გამოცდილმა მცვლემა გურამ კაშიამ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს შემდეგი უთხრა: 

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ.

მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს.

თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს "დინამო არენა" კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას  და დამატებით ძალას გვაძლევს." 

კომენტარები

ბოლო ამბები