Thumbnail
  • 📅 23 მარტი | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V შვეიცარია | 📺 I არხი
  • საქართველო მთავარი ტალანტის გარეშე
  • შვეიცარიას სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლია
  • ყველაფერი შესარჩევის პირველ მატჩზე

სანამ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე მოხვედრას, ერთა ლიგაზე მიღწეული წარმატების წყალობით, პლეი ოფის ორი მატჩით შეეცდება, მანამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი აქამდე მიუღწეველი მიზნისთვის ბრძოლას ისევ კლასიკური გზით იწყებს - ევროპის კონტინენტზე უკვე დაიწყო 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ჩვენთვის კი ტრადიციული საკვალიფიკაციო ეტაპი "დინამო არენაზე" 23 მარტს აიღებს სტარტს... 

მეტი ამ თემაზე: 

ჯერ კლასიკური გზით ვცდით

საქართველოს ნაკრები წილისყრამ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში მოახვედრა. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქეები შვეიცარიის ნაკრების გარდა, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის გუნდები არიან. ამოცანა ასეთია: პირველი, ან მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ და ევროპის ჩემპიონატზე ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე მოვხვდებით. თუ არა და, გეგმა #A-ს დავუბრუნდებით და 2020 წლის მარტში, ჯერ ბელარუსთან შინ შევეცდებით გამარჯვებას და თუ მოვიგებთ, ფინალი გველოდება.

მართალია, ჯგუფში მეტოქედ გრანდი არ გვყავს და ყველა მათგანთან ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ სამ ნაკრებს აშკარად გაცილებით უკეთესი შანსი აქვს. ამათგან, ალბათ, უძლიერესი შაბათს "დინამო არენაზე" გვეთამაშება.

ნაკრები შესრჩევ ციკლს კარგ განწყობაზე ხვდება

ჩივაძის ბოლო 

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა დაპირისპირებას მდიდარი ისტორია არ აქვს - ერთმანეთთან ერთადერთხელ გადაიკვეთნენ - ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში. 2002 წლის 8 სექტემბერს შვეიცარიის ნაკრებმა შინ 4:1 მოუგო საქართველოს, ხოლო 2003 წლის 2 აპრილს, თბილისში მატჩი 0:0 დასრულდა.

ბაზელში, "სენტ იაკობს პარკზე" 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა მასპინძელთა ტრიუმფი. პირველ ტაიშმი შვეიცარია ალექსანდერ ფრაიმ დააწინაურა, შესვენებაზე კი გიორგი ქინქლაძე შეცვალეს. მეორე ტაიმში მასპინძელთაგან ჰაქან იაკინმა, პატრიკ მიულერმა და სტეფან  შაპუიზამ გაიტანეს, სტუმართაგან კი გოლი შოთა არველაძემ შეაგდო. ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დღეს თბილისის მერი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. შოთამ 62-ე წუთზე გაათანაბრა, მას მერე, რაც მარცხნიდან კობიაშვილმა ჩააწოდა. არველაძემ შესანიშნავი თავურით გაიტანა, მაგრამ ამას მასპინძელთა სამი უპასუხო გოლი მოყვა.

შვეიცარია 4:1 საქართველო (2002 წ.) 

თბილისურ თამაშს, ოფიციალური ცნობით, მხოლოდ 10 ათასი მაყურებელი დაესწრო, მინიმუმ ხუთჯერ მეტი მაყურებელი შაბათს გარანტირებულია. მაშინ გიორგი ლომაიასა და პასკალ ცუბერბიულერის კარში გოლები არ გასულა. 

იმ შესარჩევ ციკლში შვეიცარიის ნაკრებმა 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, საქართველო კი, მიუხედავად რუსეთის ნაკრებთან საქვეყნოდ ცნობილი გამარჯვებისა, ბოლო ადგილზე გავიდა 7 ქულით. სხვათა  შორის, შვეიცარიასთან საშინაო მატჩი ბოლო იყო ალექსანდრე ჩივაძისთვის ეროვნულ ნაკრებში.

ჩაკვეტაძის გარეშე

გიორგი ჩაკვეტაძის ოქროს შემოდგომა - ქართველი ტალანტი ციფრებში

საქართველოს ნაკრები ახალ ციკლს შესანიშნავი განწყობით ხვდება, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის (D) ჯგუფი მოიგო და ახლა ორი მატჩიღა აშორებს სანუკვარ მიზანს - ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. დიდ მიზანთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. 

ერთია, ამ წარმატების მთავარი შემოქმედი - 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს ვერც შვეიცარიასთან დაეხმარება და ვერც ირლანდიასთან გასვლით მატჩში. მიზეზი მუხლის ტრავმა და გენტის უცნაური საქციელია. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დეკემბრის შუაში დაშავებულ ჩაკვეტაძეს ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ამის არიდებას ცდილობს, რასაც უკუშედეგი მოაქვს. 

მართალია, არ იქნება ჩაკვეტაძე, მაგრამ გუნდს უბრუნდება ჯანო ანანიძე, რომლის ტრავმამაც გაუკვალა გზა გიორგის პირველ მატჩში ლიტვასთან (ამხანაგური), სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეგრევე გაიბრწყინა. 

📸 საქართველოს ნაკრების ვარჯიში შვეიცარიასთან მატჩის წინ 

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ხარაბაძე - კანკავა, კვეკვესკირი - გვილია, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - მბაბუ, ელვედი, შარი, როდრიგესი - ჯაკა, სოუ - ფასნახტი, ფროილერი, ცუბერი - აიეტი 

სამი ლიდერის გარეშე

საქართველოს ნაკრების მეტოქე - რა გუნდია და როგორ ფორმაშია შვეიცარია

თუ საქართველოს ნაკრებს ერთი ლიდერი აკლია, შვეიცარიას ერთბაშად სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. ვლადიმირ პეტკოვიჩს, რომელმაც ჩვენს ნაკრებზე უცნაური რამ თქვა - რუსულ სტილში თამაშობს, ბრაზილიური იდეითო - ჯერ ჰარის სეფეროვიჩი დააკლდა, შემდეგ ლივერპულის ჯერდან შაჩირი, სულ ბოლო მომენტში კი ვოლფსბურგის შემტევი ადმირ მეჰმედიც.

თუმცა, შვეიცარიას, რომელიც ერთა ლიგის ოთხთა ფინალშია გასული, გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე საქართველოს ნაკრებს. პეტკოვიჩმა გამოფრენამდე ისიც თქვა, საქართველოს ნაკრები ამაყი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ საშიშია მათთან თამაშიო. 

საინტერესო ფაქტები

⚽ შვეიცარიის ნაკრების კარში ერთადერთი ქართული გოლის ავტორი შოთა არველაძეა.

⚽ ვლადიმირ ვაისისთვის ეს მატჩი 32-ე იქნება საქართველოს ნაკრებში (13 მოგება, 9 ფრე, 9 წაგება). 

⚽ გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისი გადაასწრებს ალექსანდრე ჩივაძესა და თემურ ქეცბაიას და ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება ექნება მწვრთნელებს შორის. ახლა სამივე მწვრთნელს 13-13 გამარჯვება აქვს მოპოვებული. 

⚽ ევროპის ჩემპიონატის მატჩებში შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო 3 მატჩი ფრედ ითამაშა. 

⚽ ევროპის ჩემპიონატების ბოლო 5 შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრების მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა.

⚽ შვეიცარიის ნაკრები ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც მასზე ქვემოთ არიან რეიტინგში, როგორც წესი სტუმრად არ აგებს - ბოლო 12 თამაშიდან 11 არ წააგო.

⚽ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 წაგებიდან 4 მას მერე გაიფორმა, რაც პირველი ტაიმები ფრედ დასრულდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები