Thumbnail

რონალდო დისკვალიფიკაციას გადაურჩა! პორტუგალიელს ფინანსური ჯარიმა დააკისრეს

  • 34 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს 20 000 ევროს გადახდა მოუწევს
  • კრიშტიანო რონალდო აიაქსთან ორივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გადაურჩა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციას. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა 34 წლის თავდამსხმელის ქმედება, როდესაც მან მადრიდის ატლეტიკოსთან გამარჯვების შემდეგ დიეგო სიმეონეს ჟესტი გაიმეორა. 

უეფამ ფეხბურთელს მხოლოდ ფინანსური ჯარიმა გამოუწერა. ისევე როგორც დიეგო სიმეონეს, მასაც 20 000 ევროს გადახდა მოუწევს. შესაბამისად, კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ტურინულ გრანს ამსტერდამის აიაქსთან მოუწევს დაპირისპირება.

კომენტარები

ბოლო ამბები