Thumbnail

ერთი ბილეთი 120 ევრო? მანჩესტერ იუნაიტედის პასუხი ბარსელონას!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩებს ათასობით ფანი ელოდება
  • გასვლით მატჩზე დასწრება ორივე მხარეს ძვირი დაუჯდება

მანჩესტერ იუნაიტედის ფანებისთვის, ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის (‘ნოუ კამპზე’, 16 აპრილს) ბილეთი 120 ევრო ღირს. თუ ფინალებს არ ჩავთვლით, იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის ეს რეკორდულად მაღალი ფასია.

ინგლისურმა გრანდმა ბარსელონას ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დატოვა - იუნაიტედის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 აპრილს, ‘ოლდ ტრაფორდზე’ დაგეგმილ საპასუხო მატჩზე, ბარსელონას ფანებისთვის ბილეთების ფასები გაიზარდა.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ბარსელონას ფანებისთვის ბილეთების გაძვირებით ჩვენს ქომაგებს დავეხმარებით. შემოსული თანხით ჩვენს გულშემატკივრებს გასვლითი მატჩის ბილეთის ფასიდან 27 ფუნტს ავუნაზღაურებთ,” - აცხადებენ იუნაიტედში.

ბარსელონაში მანჩესტერ იუნაიტედის 4 500-ზე მეტ ფანს ელოდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები