Thumbnail

ბოიკოტი მაურიციო სარის - ჩელსის ფანები ბილეთებს ყიდიან!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსის კრიზისი მძაფრდება 
  • ფანებს საშინაო მატჩებზე დასწრება აღარ სურთ

ლონდონის ჩელსი კრიზისშია. სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, მაურიციო სარის გუნდი პრემიერლიგაში 57 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი, დიდი ხანია, დაკარგა. ჩელსი ასოციაციის თასიდანაც გავარდა და მხოლოდ ევროპალიგაზე აქვს შანსი, სადაც მეოთხედფინალში პრაღის სლავიას ხვდება.

ლონდონელთა დამრიგებელი მაურიციო სარი უმძიმესი წნეხის ქვეშაა. 60 წლის იტალიელს ახლა ლონდონური კლუბის ფანებიც დაუპირისპირდნენ - ისინი სარის გაშვებას ითხოვენ. ბოლო საშინაო მატჩში (1:1 ვულვზთან) ‘სტემფორდ ბრიჯზე’ უჩვეულოდ ბევრი თავისუფალი ადგილი იყო. ასეთივე ამბავია მოსალოდნელი მომდევნო საშინაო მატჩებშიც ბრაიტონთან, ვესტ ჰემთან და ბარნლისთან.

Sportsmail-ის ინფორმაციით, ჩელსის ფანები ვესტ ჰემთან მატჩის 400-ზე მეტ აბონემენტს ყიდიან, ბარნლისთან შეხვედრისთვის კი, რომელიც 22 აპრილს გაიმართება, თითქმის 700 ბილეთი იყიდება. გაცილებით მეტი ქომაგი კი უბრალოდ ბოიკოტს გეგმავს - ისინი უახლოეს საშინაო მატჩებზე მისვლას არ აპირებენ.

ჯანფრანკო ძოლა და მაურიციო სარი

ასოციაციის თასზე, მანჩესტერ იუნაიტედთან წაგებული მატჩის დროს ჩელსის ფანები Fuck Sarri-ball-ს მღეროდნენ. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების ალბათობა ძალიან მაღალია, თუმცა ჩელსის მისი შემცვლელის პოვნა გაუჭირდება, რადგან ფიფამ ლონდონურ კლუბს უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდისთვის ახალი ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მწვრთნელი გუნდს თავისი გემოვნებით ვერ დააკომპლექტებს.

კომენტარები

ბოლო ამბები