Thumbnail
  • მადრიდის რეალში ვესტ ჰემის ბრაზილიელ პლეიმეიქერზე ფიქრობენ
  • ზინედინ ზიდანმა ფელიპე ანდერსონი მოითხოვა?

დიდი ხანია, მადრიდის რეალს ლონდონის ჩელსის სუპერვარსკვლავის, ედენ აზარის შეძენა სურს. თუ ‘სამეფო კლუბი’ ბელგიელს ვერ დაიმატებს, ვესტ ჰემის 25 წლის პლეიმეიქერის, ფელიპე ანდერსონის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ Sky Sports წერს.

ფელიპე ანდერსონი

აზარს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება. საეჭვოა, რომ ჩელსი მას წელსვე შეელიოს. ვინაიდან ინგლისურ კლუბს ტრანსფერები აკრძალული აქვს, ლონდონელები, დიდი ალბათობით, ბელგიელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. თუ აზარი დათანხმდება, ასეთ შემთხვევაში, რეალი ფელიპე ანდერსონზე გადაერთვება. სახელდება თანხაც, რომლის გადახდაც მადრიდელებს ‘ჩაქუჩებისთვის’ მოუწევთ - 65 მილიონი ფუნტი. ინგლისური კლუბისთვის ტრანსფერი სარფიანი გამოვა. მათ ფელიპე გასულ ზაფხულს კლუბის ისტორიაში სარეკორდო ფასად, 33.5 მილიონ ფუნტად, იტალიური ლაციოდან დაიმატეს.

ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია. ბრაზილიელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ვესტ ჰემის რიგებში, 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები

ბოლო ამბები