- პრემიერლიგა თაღლითებს ებრძვის
- ორგანიზატორს 7 წელი და 4 თვე მიესაჯა
სამი ოპერატორი, რომელიც პრემიერლიგის არალეგალურ ტრანსალციას ბრიტანეთის მასშტაბით 1,000-მდე პაბში ანხორციელებდა დააკავეს. როგორც ცნობილია სამივე მათგანს ჯამში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სტივენ კინგი, რომელმაც თაღლითური გეგმა შეიმუშავა, პროდუქტს, როგორც 'დრიმბოქს TV' ისე ასაღებდა, მას ყველაზე მეტი 7 წელი და 4 თვე მიესაჯა. თანამონაწილეებს - პოლ როლსტონს 6 წელი მიუსაჯეს, ხოლო დანიელ მელოუნს 3 წელი და 4 თვე.
„თაღლითებმა ამ საქმით 5 მილიონ ფუნტამდე გამოიმუშავეს“ - ნათქვამია პრემიერლიგის განცხადებაში. პრემიერლიგა არალეგალურ ტრანსლაციას მკაცრად ებრძვის, რათა სატელევიზიო უფლებების ღირებულება შეინარჩუნოს.
პრემიერლიგის იურიდიული სამსახურის უფროსი - კევინ პლამბი ამბობს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს ამ თაღლითობის შესახებ „ისინი მოტყუებით მოქალაქეები საბანკო და პირად მონაცემებს ითვისებდნენ, ხალხს აქვს უფლება იცოდნენ რასთან აქვთ საქმე.“
კომენტარები