Thumbnail

ტოჩინოშინი: ხვალ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი ჰაკუჰოსთან მარცხის შემდეგ
  • მე-13 დღეს ქართველი კაკურიუს ხვდება
ტოჩინოშინი V ჰაკუჰო

ოსაკას ბაშოს მე-12 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინი მონღოლს საკმაოდ გაუძალიანდა, ბოლოს იოკოძუნამ იორიკირის ილეთით შეძლო მისი დოჰიოს რკალიდან გაყვანა. ეს იყო ტოჩინოშინის 27-ე მარცხი ჰაკუჰოსთან ერთი გამარჯვების წილ. 

როგორც იაპონური მედია იუწყება, გასახდელისკენ წასული ტოჩინოშინი დიდხანს არ იძლეოდა ინტერვიუს. ბოლოს თავჩარგული უხმოდ იჯდა, საკმაოდ დიდი პაუზის გასვლის მერე კი ჩასისხლიანებული თვალებით ამოიხედა და შემდეგი თქვა: 

"ვერაფრით დაგეხმარებით დღეს. ხვალ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებ". შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ კაკურიუს ხვდება. მონღოლთან ქართველ სუმოისტს მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს - 3:22. 

კომენტარები

ბოლო ამბები