Thumbnail

იკერის ახალი კონტრაქტი - კასილიასი კარიერას პორტუში დაასრულებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • იკერ კასილიასი პორტუში რჩება
  • ესპანელმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა

იკერ კასილასს მაისში 38 წელი უსრულდება. პორტუმ ვეტერან კიპერს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. იკერი დათანხმდა.

ესპანელი მეკარე, რომელსაც ნაკრებში 167 მატჩი აქვს ჩატარებული, პორტუგალიურ კლუბში 2015 წლიდან ასპარეზობს. იგი პრიმეირა ლიგის ბინადარ კლუბში მადრიდის რეალიდან გადავიდა.

იკერის თქმით, ის კარიერის დასრულებას პორტუში აპირებს: “დღეს განსაკუთრებული დღეა. პორტუში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მსურს დავრჩე და ჩემი საფეხბურთო კარიერა აქ დავამთავრო,” - განაცხადა კასილიასმა.

პორტუ პრიმეირა ლიგაში 26 მატჩის შემდეგ მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. მას ლიდერ ბენფიკასავით 63 ქულა აქვს. გუნდი ასევე გასულია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც მისი მეტოქე ლივერპულია.

კომენტარები

ბოლო ამბები