Thumbnail
  • შვეიცარიის ნაკრებს ვოლფსბურგის შემტევი გამოაკლდა
  • ბოლო ვარჯიში თბილისში გამოფრენის წინ

23 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს იწყებს, მეტოქე შვეიცარიაა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ციურიხში ბოლო ვარჯიში გამართა და თბილისში გამოემართა.

როგორც შვეიცარიული მედია წერს, ამ ვარჯიშის მიხედვით ძნელი დასადგენია, რა ტაქტიკით ითამაშებს თბილისში ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი. ამ მწვრთნელის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ტაქტიკური მრავალფეროვნება და მუდმივად ცვლის უნარია. მაგრამ ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პეტკოვიჩმა ბოლო ვარჯიშზე ორი ცენტრფორვარდით თამაში ცადა - ალბიან აიერი და ბრილ ემბოლო ერთად ათამაშა. 

ვარჯიშზე ციურიხში

შვეიცარიის ნაკრებში კიდევ ერთი დანაკლისია - გუნდს საქართველოში ვერ მოყვება ადმირ მეჰმედი. ვოლფსბურგის ეს შემტევი ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაში იყო (7 გოლი ბუნდესლიგაში), თუმცა ის სამშობლოში რჩება და შესაძლოა, დანიასთან თამაში შეძლოს. მეჰმედის ტრავმა არ აქვს, ის შეუძლოდაა.

ასე რომ, შვეიცარიის ნაკრებს სამი დიდი დანაკლისი აქვს: ჯერდან შაჩირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი.  

კომენტარები

ბოლო ამბები