Thumbnail
  • დუდა სანაძემ 33 წუთში 33 ქულა ჩააგდო
  • შემდეგი მეტოქე ლეგიაა

პოლონეთის საკალათბურთო ლიგის (EBL) 23-ე ტურში დუდა სანაძის კოშალინს ესტუმრა და 91:78 მოუგო.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი იყო. დუდამ 33 წუთში 33 ქულა ჩააგდო! მან 6-დან 4 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ის მატჩის MVP გახდა 32 მარგი ქმედების კოეფიციენტით.

დუდამ 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო

რადომი, რომელიც აუტსაიდერი იყო სანაძის პოლონეთში გადასვლამდე ახლა 16-გუნდიან ჩემპიონატში 7-16 ბალანსით მე-11 ადგილზეა. 23 მარტს რადომი ვარშავის ლეგიას ეთამაშება, 31-ში კი - მიასტო სკლას. 

"სანაძე შოუ" - ასეთი სათაურით გამოვიდა Radom.Wyborcza. "სანაძის 33 ქულამ გამარჯვება მოუტანა გუნდს, რომელმაც დიდი ნაბიჯი გადადგა ლიგაში დარჩენისკენ. დუდა სანაძე ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია ლიგაში". 

სანაძის ბაზერბითერი მე-3 მეოთხედში 

კომენტარები

ბოლო ამბები