Thumbnail

ფუტსალის ლიგა | რეგულარული სეზონის ბოლო ტური და მთავარი მატჩი ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბრძოლა პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მეოთხე საგზურისთვის
  • ქუთაისის მართვე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმასპინძლებს

ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. თუ რომელი გუნდი მოიპოვებს პლეი-ოფში გამსვლელ უკანასკნელ ბილეთს, 24 მარტს, დასკვნითი ტურის საფინალო შეხვედრაში გაირკვევა. ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე, არც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ქუთაისის მართვეს ნახევარფინალში არ უთამაშიათ. სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაა გადამწყვეტი.

22 მარტი / 19:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თბილისი VS ივერია 2017

თბილისმა ბსუ-სთან მარცხის შემდგომ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ამავე მდგომარეობაშია მისი მოწინააღმდეგე, რომლიც სატურნირო ცხრილში ერთი ქულით ჩამორჩება. მათი მთავარი მოტივაცია სეზონის გამარჯვებით დასრულებაა. მარცხის შემთხვევაში, ივერია 2017 მიმდინარე ჩემპიონატს ბოლო ადგილზე დაასრულებს. 

22 მარტი / 21:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / TMC თბილისი VS თსუ

მიუხედავად იმისა, რომ TMC თბილისსა და თსუ-ს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვთ, მატჩის მოლოდინი მაინც დიდია. უნივერსიტეტელებმა პირველი მატჩი 1:7 წააგეს და შანსი ეძლევათ რევანში აიღონ. პარასკევს გუნდები ოპტიმლაური შემადგენლობით ძალებს კიდევ ერთხელ გამოცდიან. ეს გუნდები ცხრილში მეორე და მესამე პოზიციას იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ნახევარფინალის პოტენციური წყვილის დაპირისპირებას იხილავს.

24 მარტი / 15:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე /  მართვე (ქუთ) VS ბსუ (ბთ)

იმერლები უშუალო კონკურენტს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში თავიანთ მოედანზე უმასპინძლებენ და მათთვის ფრეც მისაღები შედეგია. თავის მხრივ, უნივერსიტეტელები ისტორიულ შედეგთან ახლოს არიან და მაქსიმუმს გააკეთებენ მატჩის მოსაგებად. ტრავმის გამო, ბსუ-ს გიორგი აბუსელიძე და დავით ჯალაღანია ვერ დაეხმარებიან. მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები