Thumbnail

ზედიზედ მესამე მარცხი - ჰაკუჰომ ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ოსაკაში ჰარუ ბაშოს მე-12 დღის ორთაბრძოლების მთავარი დაპირისპირება ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისა (ლევან გორგაძე) და მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს ორთაბრძოლა იყო. 

ქართველმა სუმოისტმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ ჰაკუჰომ იორიკირის ილეთით დოჰიოდან გაიყვანა ტოჩინოშინი, რომელსაც ახლა 6-6 ბალანსი გაუხდა. 

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქეც დიდი ჩემპიონია - კაკურიუ, რომელთანაც ურთიერთდაპირისპირებში 3:22-ს აგებს. შეგახსენებთ, რომ თუ ტოჩინოშინი ამ ბაშოზე მინიმუმ 8 მოგებას არ დააფიქსირებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს. 

ჯურიოს მე-8 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კაჩიკოშისკენ - მე-4 ნომერ ტაკაგენჯის ოშიდაშით მოუგო. ახლა გაგამარუს 7-5 ბალანსი აქვს და დადებითის დაბევებამდე (და შესაბამისად რეიტინგში წინსვლამდე) ერთი მოგებაც ეყოფა. მისი შემდეგი მეტოქე მე-11 ნომერი ტობიზარუა. 

კომენტარები

ბოლო ამბები