Thumbnail
  • 22-27 აპრილს, მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება
  • საქართველოს ეროვნული ნაკრები მექსიკაში 19 ჰოკეისტით გაემგზავრება

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში სათამაშოდ ემზადება. მატჩები 22 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მექსიკაში გაიმართება, საქართველოს ნაკრებს კი ჩრდ. კორეასთან, მექსიკასთან, ახალ ზელანდიასთან, ისლანდიასთან და ისრაელთან მოუწევს დაპირისპირება.

საქართველოს ჰოკეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როლანდ სვანიძემ 19 მოთამაშე შეარჩია, რომლებსაც მოახლოებულ ტურნირში დაეყრდნობა. B-დან A დივიზიონში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადავა, თუმცა როგორც popsport.com-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ოლივერ ობოლგოგიანმა განმარტა, გუნდის მიზანი ორი მატჩის მოგება იქნება, რაც B დივიზიონში ადგილის შენარჩუნების ტოლფასია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვიტალი დუმბაძე, რევაზ ცომაია, მიხაილ შალუნოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, არტიომ კურბატოვი, ანდრეი ოლიენკო, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ივან შვეცოვი, სემიონ ხარიზოვი, ზაზა ღონღაძე, ბორის კოჩკინი, ალექსანდრე ვასილჩენკო, გიორგი ჯეირანაშვილი, დავით ოგანეზიანი, კახა ამბროლავა, დავით მინასიანი, თემურ ვედიაპინი, ოლივერ ობოლგოგიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები