Thumbnail

ამერიკულ სტილში - პოგბამ ყველა თანაგუნდელს ბრილიანტის საჩემპიონო ბეჭედი აჩუქა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პოლ პოგბას საჩუქარი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს
  • მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი ამას ‘პატარა ჟესტს’ უწოდებს

პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრების ყველა თანაგუნდელს, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა: მანჩესტერ იუნაიტედის სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელებს მუნდიალის მოგების აღმნიშვნელი ბრილიანტის ბეჭდები აჩუქა.

“ეს უბრალოდ პატარა ჟესტია მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებული ფეხბურთელებით მოვიგეთ. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. ამ ბეჭდები უბრალოდ სუვენირია, რომელიც შეიძლება დაკარგო კიდეც, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ დაკარგავ,” - განაცხადა 26 წლის პოგბამ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის საჩემპიონო ბეჭდების დარიგების ტრადიცია ამერიკული სპორტიდან მოდის და როგორც იცით, პოგბა NBA-ს დიდი ფანია. ბეჭდის დიზაინის მოფიქრებაში მას მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი დაეხმარა.

პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პოგბას საჯაროდ მადლობა გადაუხადა, იუვენტუსის ნახევარმცველი ბლეზ მატუიდია: “ეს დაუვიწყარი საჩუქარია დაუვიწყარი მიღწევისთვის. მთელი გულით  მადლობას გიხდი!” - დაპოსტა მატუიდიმ ინსტაგრამზე.

კომენტარები

ბოლო ამბები