Thumbnail
  • ლუკა მაისურაძესა და ბაგრატ ნინიაშვილს ვერცხლის მედლები დაუფასდათ
  • ბექა ღვინიაშვილმა რეიტინგში სამი პოზიციით წინ გადაინაცვლა

ძიუდოში ეკატრინბურგის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. რუსეთში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო მედლის მოპოვება: ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ლუკა მაისურაძემ (81კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90კგ).

ბაგრატ ნინიაშვილი რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს. ეკატერინბურგში მოგებულმა ბრინჯაომ ის 13 ადგილით წინ წაწია. ქართველს ამ ეტაპზე 1615 ქულა აქვს.

ბაგრატ ნინიაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან

ბაგრატ ნინიაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება იაპონელ ტარო ფუჯისაკასთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 15 მარტი, 2019

ლუკა მაისურაძე ამ დროისთვის რეიტინგში 53-ე ადგილზეა. რუსეთში ბრინჯაოს მედლის მოგების შემდეგ, ის რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა. ლუკას ამჟამად 906 ქულა აქვს, ამ წონაში მას სამი ქართველი ძიუდოისტი უსწრებს: თაზო კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი.

ქართული ძიუდოს მომავალი - ლუკა მაისურაძის იპონი რუსეთში

ლუკა მაისურაძის ბრწყინვალე იპონი ფრენკ დე ვიტთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 16 მარტი, 2019

ბექა ღვინიაშვილმა 3 ადგილით წინ გადაინაცვლა და 2997 ქულით მე-16 ადგილზეა. ქართველი ძიუდოისტი ტატამზე დიდი პაუზის შემდეგ გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბექა ღვინიაშვილმა რუსეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ვან ტ ენდთან დამარცხდა

Posted by Silk Sport on კვირა, 17 მარტი, 2019

60 კგ - ამირან პაპინაშვილი მესამე ადგილზეა, ლუხუმ ჩხვიმიანი რეიტინგის ათეულს ასრულებს.
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი 5701 ქულით პირველ ადგილზეა.
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი 5516 ქულით მესამე ადგილზეა.
81 კგ - ამ წონის ათეულში წარმომადგენლები არ გვყავს.
90 კგ - ამ წონის ათეულში წარმომადგენლები არ გვყავს.
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი 7477 ქულით წონისა და საერთო რეიტინგის ლიდერია.
+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი 7257 ქულით პირველ ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები