Thumbnail

ჟერარდ პიკე და ჩავი ვენესუელასთან მატჩისთვის კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კატალონია ვენესუელას ეთამაშება
  • მატჩი ორშაბათს ჟირონაში გაიმართება...

ჟერარდ პიკე და ჩავი ერნანდესი ვენესუელასთან მატჩისთვის კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ვენესუელას ორშაბათს - ჟირონას მონტილივი სტედიუმზე დაუპირისპირდებიან.

ბარსას ყოფილი მოთამაშეები - ბოიან კრკიჩი, ორიოლ რომეუ, მარკ მუნიესა, მარკ ბარტრა, მარინ მონტოია და ალექს ვიდალიც შემადგენლობაში არიან. გუნდში, ძირითადად ჟირონას, ესპანიოლის და ეიბარის ფეხბურთელები ჭარბობენ.

კატალონიის ნაკრებს პირველი მატჩი 1912 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, სადაც მეზობლებთან 7:0 დამარცხდნენ, მაგრამ საუკუნეზე მეტია კატალონიას არც ფიფა და არც უეფა არ აღიარებს და ოფიციალური მატჩი ნაკრებს არ ჩაუარებია.

თუმცა მაღალი დონის ამახნაგურ მატჩებს კატალონია მაინც თამაშობს, მაგალითად 2009 წელს კატალონიის საერთაშორისო თასს არგენტინის ნაკრები ეწვია, სადაც ანხელ დი მარია, გონსალო იგუაიანი და ხავიერ პასტორე თამაშობდნენ.

მაშინ იოჰან კრუიფის გაწვრთნილმა გუნდმა არგენტინას კამპ ნოუზე 4:2 მოუგო. კატალონიის ღირსებას, ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეცი, ბოიანი, პიკე და ჩავი იცავდნენ.

ორშაბათის მატჩისთვის, ჟერარდ ლოპესმა ასეთი შემადგენლობა გამოიძახა:

მეკარეები: ისააკ ბესერა (ხიმნასტიკი), ედგარ ბადია (ელჩე)

მცველები: მარტინ მონტოია (ბრაიტონი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), მარკ ბარტრა (რეალ ბეტისი), ალექს ვიდალი (სევილია), დიდაკ ვილა (ესპანიოლი), მარკ კუკურელა (ეიბარი), მარკ მუნიესა (ჟირონა)

ნახევარმცველები: ვიქტორ სანჩესი (ესპანიოლი), ხავი ერნანდესი (ალ სადი), პერე პონსი (ჟირონა), ოსკარ მელენდო (ესპანიოლი), ჟოან ჟორდანი (ეიბარი), ალექს გრანელი (ჟირონა), ოლიოლ რომეუ (საუთჰემპტონი), ალიქს გარსია (ჟირონა)

ფორვარდები: სერხიო გარსია (ესპანიოლი), ბოიან კრკიჩი (სტოკ სიტი), მარკ კარდონა (ეიბარი)

კომენტარები

ბოლო ამბები