Thumbnail

კალენდარი ცნობილია! 6 ერის კიდევ 2 სეზონი საქართველოს გარეშე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 6 ერის მომდევნო 2 სეზონის კალენდარი
  • ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის იმედად

6 ერის ოფიციალურმა გვერდმა მომდევნო ორი სეზონის მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. 2020-2021 წლების სეზონების მატჩების გამართვის თარიღი, ადგილი და დრო ცნობილია. ამ ტურნირის მომდევნო ორი სეზონიც ''ბორჯღალოსნების'' გარეშე ჩაივლის. 2020 წლის სეზონი მოქმედი ჩემპიონის, უელსის მატჩით გაიხსნება. ბრიტანელები საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ირლანდია შოტლანდიას მიიღებს, ხოლო ინგლისი საფრანგეთს ესტუმრება.

6 ერის მომდევნო ორი სეზონის განრიგი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისევ მსოფლიო რაგბის იმედად რჩება. მათ მიერ დაანონსებული ახალი ტურნირი ''ბორჯღალოსნების'' შანსია, რომ ეს ჩაკეტილი სივრცე გაარღვიონ და პირველი ეშელონის გუნდებთან ითამაშონ. ფაქტია, რომ 6 ერის ხელმძღვანელობას სულაც არ სურს, ტურნირის ფორმატის შეცვლა, მაგრამ მსოფლიო რაგბის დაპირება რომ 2022 წლიდან ყველაფერი შეიცვლება, ქართულ რაგბის იმედს მაინც უტოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები