Thumbnail
  • 29 წლის ნახევარმცველი ბოლნისის სიონში ჩაირიცხა
  • ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა ძალაში

ბოლნისის სიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ღირსებას დავით თარგამაძე დაიცავს. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი 2018 წელს საბურთალოში ირიცხებიდა, თუმცა თბილისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი.

თებერვალში დავით თარგამაძე უკრაინაში იყო, სადაც კიევის არსენალთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და 29 წლის ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა. კონტრაქტის თანახმად, თარგამაძე ბოლნისურ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან 4 ტურია გასული. ბოლნისის სიონს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები