Thumbnail

მაიამის მასტერსის ბადე ცნობილია - ნიკოლოზ ბასილაშვილი განთესილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მე-17 ნომერი მასტერსზე
  • მეორე წრეში ზვერევის პერსპექტივა, მესამეში - მონფილსის

ინდიან ველსში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში ერთი ადგილით დაქვეითდა და ახლა მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. 

ქართველი ჩოგბურთელი კალიფორნიიდან ფლორიდაში წავიდა და ახლა მაიამის მასტერსზე გამოვა. ფლორიდაში უკვე გაიმართა ბადის წილისყრა, თუმცა მან ნიკას მეტოქე ვერ გაარკვია. ბასილაშვილი ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში ისვენებს.

მეორე წრეში ნიკა ესპანელ ნიკოლა კუნსა და გერმანელ მიშა ზვერევს შორის გასამართ მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. თუ ქართველი ჩოგბურთელი ამ ბარიერს დაძლევს, დიდი შანსია, მას ფრანგი გაელ მონფილსი გადაეყაროს. 

კომენტარები

ბოლო ამბები