Thumbnail

'ამ მატჩის დიდი მოლოდინი გვაქვს' - ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაზაზე ნაკრების 25-ვე ფეხბურთელი გამოცხადდა
  • გიორგი ქვილითაიას კომენტარი
ვლადიმირ ვაისი
ფოტო: gff.ge

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით განაგრძო ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება. ოღონდ, სლოვაკი თავკაცის გუნდმა ამჯერად, სრული შემადგენლობით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ 23 მარტს საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს შვეიცარიასთან მატჩით გახსნის.

ნაკრებში გამოძახებული 25 ფეხბურთელიდან 24-მა სრულყოფილად ივარჯიშა, ხოლო პოლონური კორონას შემტევმა ვატო არველაძემ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა. 1-საათიანი ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გენტის 25 წლის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა. 

"დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს, გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის", - უთხრა ქვილითაიამ ფედერაციის ოფიციალურ საიტს.  

კომენტარები

ბოლო ამბები