Thumbnail

ბექა ბურჯანაძე ACB ლიგის ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბექა ბურჯანაძის 30 ქულა ბრეოგანთან
  • ქართველის პირადი რეკორდი და აღიარება

ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიპუსკოას ქართველი მძიმე ფორვარდი ბექა ბურჯანაძე მოხვდა. ბექამ ამ ტურში გიპუსკოას შემადგენლობაში 30 ქულა ჩააგდო ბრეოგანთან 100:65 მოგებულ მატჩში. ეს მისი კარიერის მიღწევაა ACB ლიგაში. 

ტურის სიმბოლური ხუთეული

solobasket.com-მა ბექა ტურის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა: "ახალგაზრდა ქართველი ამ ტურს დიდ ხანს დაიმახსოვრებს, მისმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო, ხოლო მან პირადი რეკორდი დაამყარა. ეს ბექასთვისთვის, რომელიც ბოლო წლებში ტრავმებმა გააწამა, ძალზე მნიშვნელოვანია. მან ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიაღწია 20-ქულიან ზღვარს", - წერს საიტი.

ბურჯანაძის ჰაილაითები ბრეოგანთან

ტურის საუკეთესო ხუთეული

ასკია ბუკერი

ფრანსისკო კრუსი

ბექა ბურჯანაძე 

ვლადიმირ ბროძიანსკი

მუსა დიანე

კომენტარები

ბოლო ამბები