Thumbnail

'იქნებ, სწორედ ამაშია მათი წარმატების საიდუმლო' - რუსებმა რაგბი ევროპა შეაჯამეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • rugger.info-ს შეჯამება
  • საქართველოს ნაკრების გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მაგრამ...

რუსულმა სარაგბო საიტმა rugger.info-მ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი შეაჯამა სტატიაში "ლელოების აბსოლუტური წარმატება". მოგეხსენებათ, უცხოელები "ბორჯღალოსნების" ნაცვლად ეროვნული ნაკრების მორაგბეებს "ლელოებს" უწოდებენ. გთავაზობთ სეზონის შეჯამების საინტერესო ნაწყვეტებს:

"თავიდანვე ცხადი იყო, რომ მთავარი ინტრიგა ის კი არ იყო, ვინ მოიგებდა ტურნირს, არამედ, ვის შეხვდებოდა ვერცხლის მედლები. ამის თანაბარი შანსი სამ ნაკრებს ჰქონდა. საბოლოოდ კი ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად აჯობა რუმინეთისა და რუსეთის გუნდებს და მეორე ადგილი დაიკავა. 

თუ რუმინელთა ფანები შეგუებულები იყვნენ, რომ მათ ფედერაციაში და ნაკრებში კრიზისია, რუსეთისთვის მე-4 ადგილი აღმაშფოთებელია. რუსი გულშემატკივრების დიდი ნაწილი სულ მცირე, მეორე ადგილსა და პირველისთვის ბრძოლას ელოდა და არა საპრიზო სამეულს იქით ტურნირის დასრულებას. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დასანანი გამანადგურებელი მარცხი ქართველებისგან.

ცალკე აღსანისნავია საქართველოს ნაკრები - მისი გამოსვლა უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო. "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო საბჭომ მატჩების დიდი ნაწილი ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენა, მათ შორის ესპანელებთან და რუმინელებთან. ქართველებმა ახალგაზრდებს მისცეს შანსი.

დიახ, "ბორჯღალოსნების" საბოლოო გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ასეთი აბსოლუტური შედეგით. კარგი იქნებოდა, მეტი ბრძოლა რომ ყოფილიყო, სადმე ფეხი დაცდენოდა საქართველოს ნაკრებს, რომ ბოლო ტურამდე ინტრიგის მსგავსი შენარჩუნებულიყო. მაგრამ არა!

ამ ფონზე კი ქართველი გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა ნაკრებისა და პირადად მილტონ ჰეიგის მიმართ, სხვა ნაკრებთა ფანების ოსტატურ ტროლინგად მოჩანს.  

"როგორ, ისინი უკმაყოფილოები არიან" - ისმის სხვათა გაოცებული კითხვები. მაგრამ, იქნებ, სწორედ ამაშია "ბორჯღალოსნების" წარმატების საიდუმლო. ფანები, რომლებიც უზომოდ ამაყობენე თავიანთი ნაკრებით, მეორე მხრივ, მუდამ ახსენებენ მას - ჩვენ არ გვძინავს, ყველაფერს ვხედავთ და ყველგან და ყველაფერში მაქსიმუმს ვითხოვთ". 

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები