Thumbnail

მილტონ ჰეიგი: რუსეთთან შესვენებაზე მორაგბეებს ერთადერთი რამ ვთხოვე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგმა რუსეთის რაგბის კავშირთან კრასნოდარის მატჩი შეაფასა
  • რუსების მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოს ნაკრებს უნიკალური უწოდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კრასნოდარში რუსეთს 22:6 მოუგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 5-დან 5 მატჩის მოგება მოახერხა. 'ბორჯღალოსნებმა' ჩემპიონობაც რუსეთში იზეიმეს და 'მესამე ტაიმიც' იდეალური გამოუვიდათ. მილტონ ჰეიგმა რუსეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კრასნოდარში გამართული მატჩი შეაფასა.

მილტონ ჰეიგი: ''რუსეთში თამაში ყოველთვის რთულია, არ აქვს მნიშვნელობა კრასნოდარში ვასპარეზობთ თუ სოჭში. თითოეულმა მორაგბემ იცის, რას ნიშნავს ეს მატჩი არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. რუსეთი გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

სათამაშოდ საშინელი ამინდი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს ლინ ჯონსის გაწეული სამუშაო. რუსები კარგად თამაშობენ, ვიდრე 2-3 წლის წინ. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მორაგბეები ნერვიულობდნენ. შესვენებაზე ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყვნენ და ისე ეთამაშათ. შედეგით კმაყოფილი ვარ.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა განაცხადა, რომ რაგბი ევროპაზე ყველა მოწინააღმდეგეს ჰქონდა დადებითი მხარეები, თუმცა საქართველოს ნაკრები უნიკალური გუნდია. ჯონსმა საქართველოს ტიტულის მოგება მიულოცა.

კომენტარები

ბოლო ამბები