Thumbnail
  • პირველ ადგილზე ლეგენდარული ჰოლანდიელი რინუს მიხელსია
  • მოქმედი მწვრთნელებიდან ათეულში გვარდიოლა და ანჩელოტი მოხვდნენ

France Football-მა საკლუბო ფეხბურთში ყველა დროის 10 საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა. სიის შედგენისას, გათვალისწინებული იყო მოგებული ტიტულები, დატოვებული მემკვიდრეობა, კარიერის ხანგრძლივობა და გავლენა მსოფლიო ფეხბურთზე. 

მოქმედი მწვრთნელებიდან ათეულში პეპ გვარდიოლა და კარლო ანჩელოტი მოხვდნენ. პირველ ადგილზე ლეგენდარული რინუს მიხელსია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები ამსტერდამის აიაქსში, ბარსელონასა და ჰოლანდიის ნაკრებში გაატარა. 

მეორე ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია, ხოლო მესამე ადგილი იტალიელ არიგო საკის მიაკუთვნეს.

მწვრთნელების საუკეთესო ათეული

1. რინუს მიხელსი (ჰოლანდია)

2. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)

3. არიგო საკი (იტალია)

4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)

5. პეპ გვარდიოლა (ესპანეთი)

6. ვალერი ლობანოვსკი (სსრკ, უკრაინა)

7. ელენიო ერერა (არგენტინა)

8. კარლო ანჩელოტი (იტალია)

9. ერნესტ ჰაპელი (ავსტრია)

10. ბილ შენკლი (შოტლანდია)

კომენტარები

ბოლო ამბები