Thumbnail
  • ზიდანს მანეს დამატება სურს
  • სენეგალელმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა...

ზინედინ ზიდანი ეცდება ზაფხულში ლივერპულის შემტევი - სადიო მანე დაიმატოს. ზიდანი ჯერ კიდევ განვლილი სეზონის ბოლოს ამბობდა, რომ მანე მადრიდში სურდა.

თუმცა ფრანგი რეალიდან სეზონის ბოლოს წავიდა, რამდენიმე დღის წინ კი კლუბში დაბრუნდა და სატრანსფერო გეგმებსაც უკვე აწყობს. თუმცა შარშანდელი სეზონის შემდეგ მანეს ფასმა საგრძნობლად მოიმატა...

სენეგალელს წელს ყველა ტურნირში ერთად უკვე 20 გოლი აქვს გატანილი, პრემიერლიგაში -17, რითიც ლიგაში მხოლოდ სერხიო აგუერო (19) უსწრებს.

თუმცა მანეს სხვა გეგმები აქვს "როგორც მომ (სალაჰი), ისე ბობიმ (ფირმინო) ახალი კონტრაქტები გააფორმებს, მეც იგივე გავაკეთე... ჩვენ გვინდა ამ კლუბის ისტორიაში დავრჩეთ, როგორც დიდი ფეხბურთელები - რაღაცა დიდი უნდა მოვიგოთ!"

კომენტარები

ბოლო ამბები