Thumbnail
  • შვეიცარიის ნაკრებს ჯერდან შაჩირი გამოაკლდა
  • ეს მეტოქეს მეორე დიდი დანაკლისია

23 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს გამართავს, შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლებს. შვეიცარიის ნაკრებმა საქართველოსთან თამაშისთვის მზადება დაიწყო, ხოლო ვლადიმირ პეტკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა

საღამოს გაირკვა, რომ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, ლივერპულის ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი დააკლდა. ის გუნდს ვერც საქართველოსთან დაეხმარება და ვერც - დანიასთან. 

შაჩირი საზარდულის ტკივილმა დააღალატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე შვეიცარიას ჰარის სეფეროვიჩი გამოაკლდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები